Mobirise

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს განათლების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ბიზნეს-კომუნიკაციის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროებიდან.

Paata Papava

პაატა პაპავა

დირექტორი / დამფუძნებელი

განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი და ქოუჩი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წლიდან აქტიურადაა ჩართული განათლების სფეროში განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში წიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, სამოქალაქო განათლების მიმართულებით; 2000 წლიდან ქმნის და უძღვება ტრენინგპროგრამებს ლიდერობისა და გუნდურობის, ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული კულტურის, მენტორების/ტრენერების მომზადების, თანამედროვე მენეჯმენტის თემებზე; მისი ავტორობითა და რედაქტორობით გამოცემულია სტატიები, გზამკვლევები და კრებულები განათლების, ორგანიზაციის განვითარების, ევროპული ძიებების საკითხებზე.

Archil Jakobia

არჩილ ჯაკობია

დირექტორი / დამფუძნებელი

გაყიდვების ექსპერტი / ფასილიტატორი

გაყიდვებისა და ოპერირების მართვის სპეციალისტი 20 წლიანი გამოცდილებით: საცალო, საბანკო და სათამაშო სფეროებში. აქვს ხუთ ქვეყანაში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტებში ბიზნესის ოპერირებისა და პროცედურების დანერგვის მიართულებით. ამ პერიოდიდან დღემდე კონსულტაციები გაუწია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს ექვს ქვეყანაში.
კომუნიკაბელური და ლაღი ხასიათი საშუალებას აძლევს, საქმე და ჰობი მჭიროდ დაუკავშიროს ერთმანეთს - საქრთველოში ექსტრემალური სპორტის სახეობების - ჯომარდობისა და კაიაკის ერთ-ერთი პიონერია. ამასთანავე, არის "საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის" და "საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის" დამფუძნებელი.

Neli Agirba

ნელი აგირბა

პროგრამების კოორდინატორი, ტრენერი

ტრენერ-კონსულტანტი, ფასილიტატორი

16 წლიანი გამოცდილება ტრენინგებსა და ფასილიტაციაში. სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ამერიკის იურისტთა ასოციაცია ABA, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო NRC, საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაცია IDEA, AYG. გააჩნია 13 წლიანი სატელევიზიო გამოცდილება კულტურულ, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. სამართლისმცოდნეობის ბაკალავრი.

Niko Javakhishvili

ნიკოლოზ ჯავახიშვილი

კომუნიკაციის ექსპერტი / პარტნიორი

მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტ-კონსულტანტი

ნიკო ჯავახიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამედიცინო ფსიქოლოგიის განხრით. 2003-2005 წლებში სწავლობდა კომუნიკაციების მართვას ნიუ-იორკის მართვის ინსტიტუტში და კალიფორნიის უნივერსიტეტში.
2003 წლიდან არის რამოდენიმე კომპანიის დამფუძნებელი, მათ შორის, "ACT"-ს (საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის კომპანია), "CMU"-ს (გრაფიკული დიზაინისა და მარკეტინგული კონსულტაციის კომპანია) და "Bad Brand"-ის (ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო სავაჭრო ქსელი). 

Mobirise

თამარ კანაშვილი

პროგრამების კოორდინატორი, ტრენერი

ტრენერ-კონსულტანტი, ფასილიტატორი

16-ზე მეტი სამუშაო თანამდებობრივი პოზიცია; 8 წლიანი გამოცდილება ტრენინგების და განვითარების დარგში; მრავალგზის სერტიფიცირებული ტრენერი; 350+ ჩატარებული ტრენინგი; 20+ ღონისძიების, პროექტის ორგანიზატორი; სერვისის და გაყიდვების ტრენერი, სხვადასხვა წარმატებული კომპანიის ტრენერთა ტრენერი.

Mobirise

ირინა ბეგიაშვილი

პროგრამების კოორდინატორი, ტრენერი

ტრენერ-კონსულტანტი, ფასილიტატორი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის და ლიტერატურული ურთიერთობების განხრით.
7 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში ისრაელის საელჩოს პრეს-მდივნად, კოორდინაციას უწევდა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს საქართველოში და სომხეთში. აქვს საერთაშორისო პროექტებსა და ორგანიზაციებში (U.S. Peace Corps, USAID/Chemonics International, TetraTech-DPK, CHF) ადმინისტრირების, კომუნიკაციის და ადამიანური რესურსების მართვის თხუთმეტწლიანი გამოცდილება.

Mobirise

სულხან ლაცაბიძე 

კომუნიკაციის ექსპერტი / პარტნიორი

მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტ-კონსულტანტი

დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა და London School of Commerce. 2005 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მარკეტინგის და პროექტების მართვის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროექტებზე, სატელეკომუნიკაციო, ტექნოლოგიურ, საფუნანსო და სადაზღვევო სფეროში.

Mobirise

ლევან მახარაძე

პროგრამების კოორდინატორი, ტრენერი

ტრენერ-კონსულტანტი, ფასილიტატორი

დაიბადა 1980 წელს თბილისში. 2007 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო ფაკულტეტი. პროფესიით კინო ოპერატორი და ფოტოგრაფი. არის 10 ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის დამდგმელი ოპერატორი. საქართველოში მოეწყო მისი ორი პერსონალური ფოტო გამოფენა. ასევე საფრანგეთსა და იტალიაში მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში. ამჟამად ლექციებს კითხულობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ფოტოგრაფიასა და საოპერატორო ხელოვნებაში.

Mobirise

სოფო ბარამიძე

ტრენერ-კონსულტანტი / ფასილიტატორი

განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი და ფასილიტატორი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. წარმატებით გაიარა განათლების პრინციპებისა და მიდგომების შესახებ კურსები საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციაში, ფსიქომეტრულ და საკონსულტაციო ასოციაციაში, ევროკავშირის TACIS-ის პროგრამაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (ODIHR), ადამიანური რესურსების განვითარების ფონდში, პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციაში, UNICEF-ისა და თსუ-ს ერთობლივ პროექტებში.
სხვადასხვა დროს იყო სკოლის ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღის დირექტორი, საზაფხულო ბანაკების კოორდინატორი.
აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობის, კონსულტირების, ზრდასრულთა ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. არის რამდენიმე გამოცემის თანაავტორი. 

დაგვიკავშრიდით!

გაიგეთ მეტი ჩვენი მიდგომების შესახებ. გაგვიზიარეთ თქვენი ორგანიზაციული მიზნები და ჩვენ უმოკლეს ვადაში შევქმნით
თქვენთვის შესაფერის, უნიკალურ პროგრამას.

მისამართი

საქართველო, თბილისი,
ი. აბაშიძის ქ. # 34.

კონტაქტი

contact@teamboat.ge
Facebook
Youtube