how to build your own website for free

ჩვენ ვქმნით გუნდის ფორმირებაზე
ორიენტირებულ პროგრამებს!

ჩვენი პროგრამები ხელს უწყობს გუნდის გამთლიანებას, მისი წევრების ჰარმონიულ თანამშრომლობას, პროდუქტიულობის ამაღლებას, საზიარო ღირებულებებისა და ეთიკური პრინციპების ჩამოყალიბებას!

თიმბილდინგი

თანამედროვე კომპანიაში თიმბილდინგი ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყველა ჯგუფს სჭირდება დახმარება იმისათვის, რომ პროდუქტიულ გუნდად გადაიქცეს. ასევე, ნებისმიერ გუნდს სჭირდება პერიოდულად მოტივაციის გაძლიერება და ენერგიის განახლება.

თიმბილდინგი ეხმარება გუნდის წევრებს, ორგანიზებულად და ჰარმონიულად ითანამშრომლონ საერთო მიზნების მისაღწევად. თიმბილდინგი შედგება მრავალფეროვანი აქტივობებისაგან, რომლებიც ორიენტირებულია ეფექტურ კომუნიკაციაზე, პრობლემების გადაჭრაზე, კონფლიქტების მოგვარებასა და ურთიერთნდობის გაძლიერებაზე.

Mobirise

გუნდური გასვლები

გუნდური გასვლები წარმოადგენენ გასვლით ღონისძიებებს (retreat), რომლებიც მოიცავს როგორც სახალისო გუნდურ აქტივობებს, ისე ორგანიზაციული განვითარებისათვის საჭირო საქმიან აქტივობებსაც - პრეზენტაციების, საანგარიშო მოხსენებების, სემინარების, მასტერკლასების სახით.

Mobirise

გასვლითი ღონისძიება ეხმარება თანამშრომლებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი სასიამოვნო, არასამუშაო გარემოში, მოიხსნან ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული სტრესები, გააცნობიერონ როგორც კომპანიის, ისე საკუთარი განვითარების პოტენციალი.

სალონური შეხვედრები

სალონური შეკრება იწყება განსაზღვრული თემის განხილვით ან სამოტივაციო სიტყვით, შემდეგ კი გრძელდება საინტერესო დისკუსიით, იდეებისა და შეხედულებების ღია სივრცეში ურთიერთგაზიარებით.

სემინარები, დისკუსიები, მასტერკლასები თუ სხვადასხვა საინტერესო ნაწარმოების (ფილმის, სპექტაკლის, წიგნის, სიმღერის) განხილვები საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაიფართოვონ სააზროვნო თვალსაწიერი, დაფიქრდნენ მნიშვნელოვან ღირებულებებზე და კიდევ ერთხელ შეეხონ საკაცობრიო იდეალებს.

Mobirise

საავტორო და თემატური ტურები

თიმბოუთის თემატური ტურის მონაწილეები საინტერესო და უნიკალური თავგადასავლის "გმირები" ხდებიან. ტურის ავტორი, ჯგუფის წევრთა ინტერესებიდან გამომდინარე, შეარჩევს თემას, გარემოს და აქტივობებს, რომლებიც ქმნიან სრულიად განსაკუთრებული გამოცდილების წინაპირობებს.

Mobirise

თემატური ტურის მონაწილეები არა მხოლოდ ინფორმაციას იღებენ საინტერესო ადგილების ან ისტორიული ძეგლების შესახებ, არამედ ერთვებიან პროცესში, რომელიც მათგან მოითხოვს კრიტიკულ და კრეატიულ აზროვნებას. საავტორო ტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის რეფლექსია პიროვნული განვითარების, კეთილდღეობისა და ჰარმონიის მიღწევის გზაზე.

ჩვენი იდეები თიმბილდინგის ღონისძიებებისთვის

- გუნდური თამაშები
- ესტაფეტა
- ჯომარდობა
- განძის ძიების აქტივობა
- თემატური ექსკურსია
- ფოტოტური
- ვიქტორინა
- შემოქმედებითი მასტერკლასი
- სალონური შეხვედრა
- წიგნის კლუბი / კინოკლუბი
- კომბინირებული ვარიაციები
 ... და მრავალი სხვა

დაგვიკავშრიდით!

გაიგეთ მეტი ჩვენი მიდგომების შესახებ. გაგვიზიარეთ თქვენი ორგანიზაციული მიზნები და ჩვენ უმოკლეს ვადაში შევქმნით
თქვენთვის შესაფერის, უნიკალურ პროგრამას.

მისამართი

საქართველო, თბილისი,
ი. აბაშიძის ქ. # 34.

კონტაქტი

contact@teamboat.ge
Facebook
Youtube