website templates

ჩვენ ვქმნით ჯგუფისგან გუნდს!

ეფექტური გუნდი განვითარების საფუძველია. ჩვენ ვაძლიერებთ კორპორატიულ კალტურას - ჩვენ ვქმნით ჯგუფისგან გუნდს!

რა არის თიმბილდინგი?

კარგად დაგეგმილი თიმბილდინგი დაუვიწყარი თავგადასავალია, რომლის მონაწილეებიც ერთობლივად ცდილობენ სხვადასხვა სახის ბარიერების გადალახვას, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას და გუნდური გამარჯვების მიღწევას. საინტერესო, შესაფერისი სირთულის აქტივობები და თამაშები ჯგუფის ყველაზე პასიურ, ინდიფერენტულ წევრებსაც კი ააქტიურებს. თიმბილდინგში მონაწილეობისას თანამშრომლები ივსებიან პოზიტიური იმპულსებითა და ემოციებით, რომლებიც დიდხანს მიჰყვებათ სამუშაო გარემოშიც.

მრავალფეროვანი აქტივობების მსვლელობისას გუნდის წევრები:

  • ეცნობიან და უახლოვდებიან ერთმანეთს
  • სწავლობენ ურთიერთპატივისცემას და თანადგომას
  • აცნობიერებენ საკუთარ როლებსა და შესაძლებლობებს
  • ავითარებენ კრიტიკულ და კრეატიულ აზროვნებას
  • სწავლობენ სხვებთან ჰარმონიულად მუშაობას და კონფლიქტების მართვას

როგორია საუკეთესო თიმბილდინგი?

რელევანტური

ორგანიზაციის ღირებულებებზე და მიმდინარე მიზნებზე მორგებული.

ინტეგრირებული

ყველა წევრის ჩართულობასა და აქტიურ მონაწილეობაზე ორიენტირებული.

განმავითარებელი

სასარგებლო, საინტერესო და ზომიერი სირთულის აქტივობებით დატვირთული.

ორგანიზებული

თანმიმდევრული და ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფილი.

ნებისმიერი კომპანიის, დეპარტამენტის თუ პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეძლებენ თანამშრომლები მიზნის გარშემო გაერთიანებას, ურთიერთშეწყობას, საერთო პასუხისმგებლობებისა და ღირებულებების გაზიარებას.

Mobirise
  • როგორ შევქმნათ მიზანსწრაფული, ენერგიით სავსე, მიღწევაზე ორიენტირებული გუნდები კომპანიაში?
  • როგორ გადავაქციოთ თანამშრომელთა ჯგუფი წარმატებულ, ნაყოფიერ და ჰარმონიულ გუნდად?
  • რა პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ, თუკი ვამჩნევთ, რომ ჯგუფის ენერგიულობა და ნაყოფიერება თანდათანობით ეცემა?

დაგვიკავშრიდით!

გაიგეთ მეტი ჩვენი მიდგომების შესახებ. გაგვიზიარეთ თქვენი ორგანიზაციული მიზნები და ჩვენ უმოკლეს ვადაში შევქმნით
თქვენთვის შესაფერის, უნიკალურ პროგრამას.

მისამართი

საქართველო, თბილისი,
ი. აბაშიძის ქ. # 34.

კონტაქტი

contact@teamboat.ge
Facebook
Youtube